loader image
ტერმინები

„ვებ-გვერდი“ – “შპს აისბერგ თბილისი” (ს/ნ 404888895  მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გაგრის ქ., №2 )-ს  საკუთრებაში არსებული და ამავე კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი ვებ-გვერდი www.icebergtbilisi.ge

„აისბერგი/აისბერგ თბილისი” ან/და „ჩვენ” – “შპს აისბერგ თბილისი” (ს/ნ 404888895  მისამართი:  ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გაგრის ქ., №2 ).

„მომხმარებელი” ან/და „თქვენ” – ნებისმიერ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც იყენებს  ვებ-გვერდს www.icebergtbilisi.ge.

„წესები“ – ჩვენს მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდის გამოყენება.

წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და გაიგო წესები და სრულად ეთანხმება მათ.

თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებს და პირობებს ან მათ ნებისმიერ ნაწილს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის მიერ, პირადი გამოყენებისთვის.

 

დაუშვებელია

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების ან/და დიზაინის ნებისმიერი ფორმით მოდიფიცირება, გავრცელება, გადაცემა, ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ნებისმიერი მიზნით.

ვებ-გვერდის არაავტორიზებული გამოყენება; თუ მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენი სახელით.

ვებ-გვერდის გამოყენებისას, უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური მიმართვა, მიუღებელი მიმართვების გამოყენება, ან სხვა ნებისმიერი ნეგატიური/არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს „აისბერგი“- ს საქმიან რეპუტაციას.

ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ვებ-გვერდზე განთავსებული (მათ შორის, უზუსტო) ინფორმაციის გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანისათვის; ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ჩვენი მხრიდან ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო, ვებ-გვერდზე წვდომის შეუძლებლობის შემთხვევაში დამდგარ შედეგზე.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდით სარგებლობისას, დაცული იქნებით კომპიუტერული ვირუსებისგან. თქვენ უფლებამოსილი ხართ, თავად მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები, აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ზიანზე, რომელიც, შესაძლოა, დადგეს ვებ-გვერდით სარგებლობის დროს კომპიუტერული დაინფიცირების შედეგად.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება “შპს აისბერგ თბილისი”-ს საავტორო უფლება.

დაუშვებელია ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის და არა მხოლოდ, ლოგოს, გრაფიკის, სურათის, გამოსახულების, პატენტის, მომსახურების/სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, ჩვენს მიერ შექმნილი ვიზუალური მედიის და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან დაურეგისტრირებელი) უნებართვო გამოყენება, მოდიფიცირება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში).

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე უფლებამოსილების მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გადმოწერა, ან ასლის დამზადება კომერციული მიზნებისათვის, ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

თუ ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩათის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებული ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, უფლებას გვანიჭებთ, დავამუშავოთ (მათ შორის, გამოვაქვეყნოთ) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო მიზნებისათვის.

ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიის სახელი, სასაქონლო ნიშანი და ლოგო ეკუთვნის „შპს აისბერგ თბილისი“-ს.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, ჩვენი თანხმობის გარეშე, იწვევს ჩვენი საავტორო უფლებების დარღვევას და ხელმყოფზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

კონფიდენციალურობის დაცვა

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩვენთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას. მომხმარებლის პირად ინფორმაციას ვითხოვთ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვთხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, მესამე პირის მიერ, თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, ან/და რაიმე სახის პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვებ-გვერდის უსაფრთხოებასა და დაცულობას. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, მოქმედი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე, მისი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

ანგარიშის რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

 

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

„აისბერგ თბილისი“ უფლებამოსილია, ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, ხოლო მათზე განთავსებული, ინფორმაციისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს ჩვენი პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

 

სხვა პირობები

თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა მოქმედი კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წესებით დადგენილი პირობები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ან თუ თქვენს მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენი აბსოლიტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ წესების, მოქმედი კანონმდებლობის, ან რეგულაციის დარღვევად, ან/და ჩვენი, სხვა მომხმარებლების, ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის ინტერესების დარღვევად.

ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტი და შესაბამისი გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ, რომ თქვენს მიერ დაირღვა წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა.

ჩვენ არ გაგვაჩნია იმ ინფორმაციის შენახვის ან თქვენთვის გადმოცემის ვალდებულება, რომელიც ატვირთეთ, შეინახეთ ან გაგზავნეთ ვებ-გვერდით სარგებლობის ფარგლებში, ან მისი უშუალო გამოყენების დროს და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

ცვლილება

„აისბერგ თბილისი“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებში და პირობებში, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია, რეგულარულად გაეცნოს წესებსა და პირობებს. თქვენს მიერ, ვებ-გვერდზე სტუმრობა ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას წესებისა და პირობების მოთხოვნებზე და პირობებზე.

 

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წესები და პირობებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წესებში და პირობებში არსებული კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

წესებთან და პირობებთან ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით, შემდეგ მისამართზე: გურამ ტატიშვილი 13, 0194 თბილისი, საქართველო ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@icebergtbilisi.ge